04 მარტი, 2020
"არ დაგაბრუნებინებ თანხებს, უბრალოდ მაინტერესებს, რატომ მოიქეცი ასე?" - განო მელითაური გაქურდეს
განო მელითაური წერს ინციდენტზე, რომელიც დღეს შეემთხვა:

"შუა გოგებაშვილზე, სახლის წინ მანქანიდან საფულეს რომ მოგპარავენ, რომელშიც პირადობაც დევს და ორივე ბარათს გამოგიცარიელებენ, თან თავხედურად მაღაზია-მაღაზია დაიარები და სხვის ნაშრომს ანიავებ, აი, რა ადამიანი უნდა იყო საერთოდ????!!!!!
თან დილაუთენია, როცა მეცხრე სიზმარში ვარ.

ჩემო გაუზრდელო ქურდო! ვწუხვარ, რომ არავინ გასწავლა, რა ცუდად მოიქეცი! ან იმდენად გაგიჭირდა, ამ საშინელ საქციელს სჩადიხარ!
დარწმუნებული ვარ ამ პოსტს კითხულობ, ცხრა კლასის განათლებაც
არ სჭირდება იმას,
რომ გატარებებით კამერებიდან ამოგაგდებ! შეგნებულად არ დავბლოკავ არც ერთ ბარათს! რადგან უტიფარი თავხედი ხარ, პირადობა მანქანაში დამიტოვე ("ბარდაჩოკში" შეაგდო), სანამ გვიან არ არის გამომეხმაურე, არ მინდა აქ განცხადების დაწერა, არ დაგაბრუნებინებ თანხებს, უბრალოდ მაინტერესებს, რატომ მოიქეცი ასე - თუ პურის ფული გიჭირს, ვეცდები დაგარწმუნო, რომ ქურდობა გამოსავალი არ არის! გპირდები, დაგეხმარები გამოსავლის პოვნაში, 4 შვილი მყავს და იქნებ რის თანხებს ხარჯავდი? მე დღეს რენეს გეგმიური სამედიცინო ვიზიტის გაუქმება, ტასოს მათემატიკის მასწავლებლის ხელფასი და კიდევ რამდენიმე უმნიშვნელოვანესი თემა დამეკიდა ჰაერში!

მოკლედ, შუა დღის თორმეტ საათამდე ველი გამოხმაურებას, მერე პასუხის გაცემა სამრთალდამცავებისთვის მოგიწევს!

#ქურდობატეხავს
სანამ გვაქვს იმის შნო, რომ მანქანის კარი გავხსნათ, გადავიხაროთ და საფულე
გადარჩევით გავქურდოთ, შემდეგ წავიდეთ სპარში, კორელაში და ა.შ., ეს ნიშნავს, რომ არ გვაქვს მოძრაობის შეზღუდვა, არც გონებრივი, რადგან ეს დავგეგმეთ, შესაბამისად ყველა შანსი გაგვაჩნია სამსახური ვიშოვოთ: იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
არა ტროლი
გამოიგლოვე ის ნარკომანი/?
22:32 / 07-03-2020
გამოხმაურება / 0 /
გიო
კიდე ამ 4 შვილის დედას ადანაშაულებენ რატო ყურადღებით არ ხარო.....
17:17 / 05-03-2020
გამოხმაურება / 0 /
იტალიდან
მე შენ გეტყვი რომ გამოსავალს იმაში პოულობ რომ პოსტი მნიშვნელოვანი გახდეს თუ შენ ადამიანის შენდობას აპირებ და მეორე წუთს სამართლებლივად სჯი ერთგვარი სპეკტაკლი გამოგყავს ფაქტოურად)) რაც შეეხება საფულის ქურდობას ეს ტალანტია გამარტივებული ჰიპნოზი ადამიანზე და მოდი სანამ ეფლის მონიტორს ხშირად დააშტერდრები შენივე დაპყრობილი აზრებით ჭკვიანი სარგებლობს ასე რომ ჩამოყალიბებული აზრი მინდა იქონიო ადამიანის შენდობა და მეორე წუთას განსჯა და დასჯა განსხვავებული შურისძიებების თავზე მოხვევა შენი პირადი გადაწყვეტილებებია
17:56 / 04-03-2020
გამოხმაურება / 0 /
TOPS