დიდი ხანია, ინტერვიუ არავისთვის მიგიცია, გვესაუბრე, გაგვიზიარე შენი ემოციები…
ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, ახალი წელი კალენდრიდან გავაქრე. მე ვმუშაობ, რომ დღესასწაული კვლავ მოვიყვანო ჩემთან. სამსახურში ნუცას გარდაცვალებიდან 40 დღეში გავედი, იქ, სადაც 14 წლიდან ვარ, ეს ტელევიზიაა. შვილის გარდაცვალების შემდეგ პირველად, ჩემს დაბადების დღეზე დავდექი კამერების წინ და მეგონა, ვერ ვისაუბრებდი. როდესაც იმ კადრებს ახლა ვუყურებ, ვხვდები, რომ ძალიან
სოციალურ ქსელში, შენი მისამართით ძალიან ბევრი უარყოფითი ემოცია მოდიოდა, როგორ უძლებდი ამ ყველაფერს?
ეს ყველაფერი ძალას მაძლევდა, რომ მუდამ ტონუსში ვყოფილიყავი. აი, მაგალითად, წერდნენ, რომ ორსულად ვიყავი, ყველაფერი თეთრი კაბით დაიწყო, შვებულებიდან გამოვედი და ცოტა მოსუქებული ვიყავი, თეთრი კაბა მეცვა და საზოგადოებამ ჩათვალა, რომ ორსულად ვიყავი, მეორე ჭორი ის იყო, რომ თურმე გარდავიცვალე. თავიდან მაღიზიანებდა ეს ყველაფერი, ახლა მეცინება ხოლმე.
მე შემხვედრიან ქალები, რომლებიც გარდაცვლილი ბავშვების სახელით შვილს აჩენენ, ეს არ მიმაჩნია მართებულად. მე ეს ყველაფერი არ შემიძლია, მე შინაგანად, კვლავ შვილმკვდარი დედა ვარ.
რაც ჩემს პირად ცხოვრებას შეეხება, დიახ, რასაც საუბრობდნენ, მართალი იყო, უბრალოდ ახლა ამ ყველაფერზე საუბარი არ მსურს, იმიტომ რომ ეს მხოლოდ მე არ მეკუთვნის. მე პირადი ცხოვრება მაქვს და მუდამ მქონდა, უბრალოდ ის დაცულია. რაც გათხოვებას შეეხება, გათხოვება არ მინდა.
როგორია უფროსი მაია…
არ ვიცი, როგორი უფროსი ვარ, მაგრამ იცით, სიტყვა „მე“-ს არასდროს ვამბობ, ყოველთვის ვამბობ სიტყვას „ჩვენ“. ჩვენ ვართ ერთი დიდი გუნდი, ერთი დიდი ოჯახი, მრავალი წელია, რაც ერთად მოვდივართ, მეგობრებზე მეტი ვართ ერთმანეთისთვის. ხან ვმარცხდებით, ხან ვიმარჯვებთ, ხანაც ვკამათობთ, ერთმანეთისთვის ძალიან ახლობლები ვართ.
როგორია შენი ერთი ჩვეულებრივი დღე სახლში?
მყავს ძალღი, ჰასკი, მას ნუცას მეტსახელი ჰქვია, დუდის ვეძახი. სხვათა შორის, ის მე ძალიან დამეხმარა მძიმე მომენტებში. გარდა დუდუსი, კიდევ ორი ძაღლი მყავს, მალტეზი და შპიცი. ადრე კორპუსის სახლში ვცხოვრობდი, თუმცა, ნუცას შემდეგ მე იქ ვეღარ ვჩერდებოდი და ყველაფერი გავყიდე, ახლა ეზოიანი სახლი მაქვს.
ვცხოვრობ მარტო და ზოგჯერ მაქვს ხოლმე მომენტები, როდესაც ხელში ტელეფონს ვიღებ, მსურს ნუცას დავურეკო და ვუთხრა, რომ მაგვიანდება, თუმცა, შემდეგ რეალობას ვუბრუნდები. მიყვარს სახლში ყოფნა და პიჟამაში ბოდიალი. არ ვარ იდეალრი კულინარი, თუმცა, კერძების გაკეთება ვიცი, რადგან მარტო ვცხოვრობ, გარეთ ვსადილობ ხოლმე. ბოლო პერიოდია, ჯანსაღმა კვებამ გამიტაცა და ამას უკვე ჩემს გარეგნობაზეც ვამჩნევ. გაგრძელება