28 თებერვალი, 2020
ნინი ქარსელაძის უმძიმესი მიმართვა მამის საფლავიდან - „იმ დროს წახვედი, როდესაც ყველაზე რთული პერიოდი დგებოდა ჩემს ცხოვრებაში...“
ნინი ქარსელაძე სოციალურ ქსელში უმძიმეს პოსტს აქვეყნებს და გარდაცვლილ მამას დაბადების დღეს ულოცავს. მომღერალი შუაღამეს ესტუმრა მამის საფლავს და 58-ე დაბადების დღე ასე მიულოცა. თეკუჩა ქარსელაძესა და ხათუნა ჟორდანიას ერთადერთი საერთო შვილი ჰყავთ. ნინი წლების მანძილზე საუბრობდა ხოლმე მამის პრობლემებზე და არც ის დაუმალავს არასოდეს, რომ მამა ციხეში იჯდა. პატიმრობის შემდეგ თეკუჩა ქარსელაძე რამდენიმე წელში გარდაიცვალა.

ნინი მიმართვაში აღნიშნავს, რომ მამამ მძიმე დროს დატოვა. მოგეხსენებათ, დედა - ხათუნა ჟორდანია რამდენიმე თვეა, ფილტვის სიმსივნეს ებრძვის.

„დღეს
შენი დაბადების დღეა!!! 7 თვიანი კოშმარის შემდეგ, ეს დღეც ისე მოვიდა, თითქოს გუშინ იყო წინა წლის 28 თებერვალი, ტორტით რომ ამოვქროლდი იოსელიანზე. (ბევრი გეჩხუბე, ბევრიც მოგეფერე).

შენ ხომ ყველაზე ძალიან გიყვარდა და პატარა ბავშვივით გიხაროდა 00:00 საათზე კარზე ზარი, ჩემი ხმაურიანი შემოსვლა ტორტით, თავზე ქუდით, ბევრი შუშხუნით და ბუშტით. ხოდა დღესაც არ დავარღვიე ჩვენი ტრადიცია, 00:00 საათზე სასაფლაოზე ვიყავი და უკვე ასე მოგილოცე შენი დღე.

7 თვის წინ დამტოვე, არც მკითხე უშენოდ როგორ უნდა გამეგრძელებინა, ამ საშინლად გაბოროტებულ და დაუცველ სამყაროში ცხოვრება. ზუსტად ვიცი, რომ ბევრი წლის შემდეგ ისევ შევხვდებით უკეთეს სამყაროში და ყველაფერს მოგიყვები. იმასაც გეტყვი, რა მწარე იყო 28 წლის ასაკში ჩემი მარტო დატოვება და მიტოვება. თან თურმე იმ დროს წახვედი, როდესაც ყველაზე რთული პერიოდი დგებოდა ჩემს ცხოვრებაში. მაგრამ მაინც ძალიან დიდი მადლობა, რომ 28 წელი იყავი...

დარწმუნებული ვარ მაქედან მეტად დამიცავ და იზრუნებ ჩემზე. ხოდა ცაში, რომ ავიხედავ, ჩემთვის იქნები ყველაზე ლამაზი და კაშკაშა ვარსკვლავი, რომელიც სულ გაანათებს ჩემს ცხოვრებას.

მამა, დაბადების დღეს გილოცავ!

მიყვარხარ!!!“ - წერს ნინი სოციალურ ქსელში.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS