10 აპრილი, 2014
დაპირისპირება ნანუკა ჟორჟოლიანსა და ცოტნე გამსახურდიას შორის - ''ცუდად გამოუვიდა''
მადლობა გადავუხადე ბოდიშისთვის. მოკლედ მშვიდობიან ღამეს გისურვებთ. მე თავგადასავლების გარეშე ერთი დღეც აღარ ვარ 9 აპრილს ნანუკა ჟორჟოლიანმა საკუთარ შოუში მაყურებელს თამთა კოსტავა გააცნო. თამთამ გაიხსენა მამა - მერაბ კოსტავა, ისაუბრა ჯაბა იოსელიანზე, ამერიკაში გამგზავრებაზე, სიყვარულზე და იმაზე, თუ რატომ დასჭირდა კვეთებულის ლოცვები. თამთას ინტერვიუს ეთერში გასვლას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ცოტნე გამსახურდიამ სტატუსით ბევრის ყურადღება მიიქცია.

''თქვენი დედა მოვ-ან! საწყალი მერაბის შვილი ნანუკიე გოიმის დასაცინი რომ გახდება! ფუ, ბლიაძ''.

რა თქმა უნდა, ცოტნეს
მოსაზრებას გამოუჩნდნენ მომხრეები და წერდნენ, რომ არ შეიძლება ყველაფერი შოუდ აქციო. მერაბის გოგო კი გულწრფელი და ალალი იყო, წერდნენ ცოტნეს თანამოაზრეები.

ცოტნე გამსახურდიას მალევე გამოეხმაურა ნანუკა ჟორჟოლიანი. მისი აზრით, ცოტნეს გაღიზიანება იმან გამოიწვია, რომ 9 აპრილის თემაზე გაკეთებულ გადაცემაში ნანუკამ მისი ძმა - გიორგი გამსახურდია მიიწვია და არა - ცოტნე.

Rating

''ცოტნე გამსახურდია, შენ ხარ ზვიად გამსახურდიას შვილი. იმ პრეზიდენტის, რომელსაც მე დიდ პატივს ვცემ. იმაზე მაღლა უნდა დადგე, ვიდრე არის ბოღმა. ნუთუ ასე დაგბოღმა იმ ფაქტმა, რომ გიორგი იყო ჩემი სტუმარი და არა - შენ. ნუთუ ვერ ხვდები, რომ მან შენ წილ მამაზეც ისაუბრა. მან მთელი ქვეყნის წილ ზვიად გამსახურდიაზე ისაუბრა. მე შენ ღირსეული კაცი მეგონე და ვწუხვარ, რომ უბრალოდ ძალიან პატარა და ბოღმა ბიჭი ყოფილხარ''.

რასაკვირველია, ნანუკას ამ მოსაზრებასაც გამოუჩნდნენ მხარდამჭერები.

Rating

ოდნავ მოგვიანებით ნანუკა და ცოტნე შერიგდნენ, რის შემდეგაც ორივემ სოციალური ქსელიდან სტატუსები წაშალეს. ნანუკამ კი შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა: ''ცოტნე გამსახურდიაზე ყველა პოსტი წავშალე. ინბოქსში საკმაოდ ვრცელი მიმოწერა გვქონდა. მას მისი არგუმენტები ჰქონდა, მე - ჩემი. ბოლოს მოიბოდიშა, რომ ცუდად გამოუვიდა. მე მადლობა გადავუხადე ბოდიშისთვის. მოკლედ მშვიდობიან ღამეს გისურვებთ. მე თავგადასავლების გარეშე ერთი დღეც აღარ ვარ. მაგრამ ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდება''.

სალომე დადიანი
შპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 13 /
maia
....რა სირცხვილია,რომ ქართველის სახელი გქვია,შენნაირ ბნელ ქართველებს იყენებდნენ ქართველთა გასანადგურებლად,შენნაირმა ქართველმა ესროლა ილიას,შენნაირმა ქართველმა გაიმეტა ერისთვის თავგამეტებული ბატონი გამსახურდია.........................უწვრთნელი ძაგლის ყოლა ჯობს,უწვრთნელი შვილის ყოლასა...შენ გეკუთვნის ანანო
22:44 / 21-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ნანო რაღაცას რომ ერ იქნებ ჯერ საქართველოს უახლესი ისტორიისთვის გადაგეხედა.რა გააკეთა და საქართველოს დამოუკიდებლობა დაუბრუნა და რომ დასცლოდა არც სამაჩაბლოს დავკარგავდით და არც აფხაზეთს. აზროვნებთ საერთოდ?
11:50 / 12-04-2014
გამოხმაურება / 0 /
დატო
NANO ცოტა აზრზე მოდი, როდესაც ზვიად გამსახურდიაზე ლაპარაკობ.ძალიან თუ გაინტერესებს საქართველოს კონსტიტუციის 1 მუხლში ჩაიხედე. მხოლოდ ეს ეყოფა ზვიადს. გრცხვენოდეს უნდა თუ არ იცი ზვიადმა რა გააკეთა
01:03 / 12-04-2014
გამოხმაურება / 0 /
შალვა
ნანუკა რა გაიძვერაცაა ცნობილია
23:48 / 11-04-2014
გამოხმაურება / 0 /
nano
შიზოპრენა აქვს ამას თავის დედასთან ერთად.მოღალატე არაკაცი.ან მამამის ძალიან რომ აქებთ კიდევ,რა გააკეთა საქართველოსთვის?მცირე ერები დააპირისპირა ერთმანეთს.სტერვა ოჯახი თავის დედიანად.
17:01 / 11-04-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS