თუმცა, როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, საცხოვრებელ კორპუსში აღმოჩენილია, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი და პოლიციის მობილიზების მიზეზი ეს გახდა.
"პირველ და მეორე სართულებს შორის ნაპოვნია სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი. იარაღი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა აღმოაჩინა და გვაცნობა, რასაც მოჰყვა მყისიერი რეაგირება სამართალდამცავების მიერ.
გამოძიება დაიწყო თბილისის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და
პარლამენტის პრესსამსახურში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პარლამენტის თავმჯდომარის საცხოვრებელი ბინის გაქურდვის მცდელობას ჰქონდა ადგილი.
"პარლამენტის თავმჯდომარის საცხოვრებელ კორპუსთან საპატრულო პოლიციის მობილიზება სპიკერის ბინასთან მიმართებაში მომხდარ რაიმე ფაქტს არ უკავშირდება.
სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ადგილი ჰქონდა პარლამენტის თავმჯდომარის სახლში შეღწევის მცდელობას“, - აღნიშნეს პარლამენტის პრესსამსახურში.
ინფორმაციას გამოეხმაურა თალაკვაძის მეუღლე ქეთი ბუბტეიშვილიც: გაგრძელება