24 თებერვალი, 2020
როგორ აღნიშნა 40 წლის იუბილე ავთანდილის დიპლომატმა მეუღლემ ხათუნა თორთლაძემ
ცნობილი ქართველი დიზაინერის, ავთანდილ ცქვიტინიძის ცოლი, ხათუნა თორთლაძე რამდენიმე დღის წინ იუბილარი იყო.
ხათუნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეა და დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო, შოუ-ბიზნესურ წვეულებებზე იშვიათად ხვდება, თუმცა დაბადების დღეზე გართობაზე უარი ვერ თქვა და 40 წლის იუბილე 22 თებერვალს თბილისის ერთ-ერთ ბარში გადაიხადა.

დაბადების დღის წვეულებაზე მისი მეგობრები იყვნენ მიწვეულები. სადღესასწაულო ტორტი თორთლაძეს მეგობარმა, ჟურნალისტმა ნინჩო ჯიბლაძემ მიართვა და სანთლები ყველა წესის დაცვით ჩააქრო.

დაბადების დღეზე იმღერეს ნინი ქარსელაძემ, მარიკა თხელიძემ და „ქუჩის ბიჭებმა“. ისინი თორთლაძის მეგობრები არიან.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ლია
ჟურნალისტი ნინჩო :) სასაცილოა... ფულით ყველაფერს ვერ იყიდი, რა... აბა არ ყოფილიყო ცხონებული ბადრის დისშვილი, იქნებოდა ჩვეულებრივი უმუშევარი...ან პარტნიხა...
11:07 / 25-02-2020
გამოხმაურება / 0 /
TOPS