მანანა ჯაფარიძე, აზერბაიჯანში მოღვაწე ქართველი მომღერალი და აზერბაიჯანის დამსახურებული არტისტი, დაახლოებით 20 წელია, ბაქოში ცხოვრობს, სადაც პირველად 17 წლის ასაკში ჩავიდა. როგორც თვითონ ამბობს, მას შემდეგ შემოთავაზებები ერთმანეთს მიჰყვა, რამაც მისი აზერბაიჯანში დარჩენა განაპირობა.
თუმცა ეს იმჟამინდელი პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის თბილი დახვედრის გამოც მოხდა, რის შემდეგაც მომღერალმა საერთაშორისო კონკურსებზე აზერბაიჯანის სახელით დაიწყო გამოსვლა.
ავტორი: ეკა აბაშიძე