19 თებერვალი, 2020
საქართველოში დაბრუნებულ ორსულ თაკო გაჩეჩილაძეს ნინი ბადურაშვილმა ფუფას რეცეპტით ხაჭაპური გამოუცხო
ნინი ბადურაშვილის, თაკო გაჩეჩილაძისა და ქრისტინე იმედაძის მეგობრობა ათეულობით წელს ითვლის. სამი გოგონა ბავშვობიდან მეგობრობს და სხვათა შორის, არ ყოფილა შემთხვევა, რომ მათი ურთიერთობა დაძაბულიყოს. სამეულის მეგობარია ასევე ქეთა თოფურია, თუმცა, ქეთას მოსკოვში გადასვლის შემდეგ, ერთმანეთის ნახვას იშვიათად ახერხებენ.

თაკო გაჩეჩილაძეც რამდენიმე წელია, ბულგარელ პროდიუსერს, ბორისლავ მილანოვს გაჰყვა ცოლად და ოფიციალურად მის გვარზე გადავიდა - მილანოვა გახდა.
თაკოსა და ბორსილავს პირველი შვილი ერთი წლის ჰყავთ და ახლა მეორეს მოლოდინში არიან.
სწორედ მათ საქართველოში სტუმრობას დაამთხვია
ნინი ბადურაშვილმა ბედის ცდა და ქრისტინე იმედაძის დეიდის, ფუფა გოგლიძის რეცეპტით ხაჭაპური გამოაცხო.
თუ რა გამოუვიდა, ამის ნახვა ფოტოებზე შეგიძლიათ. მეგობრებმა ამაზე კარგად იხალისეს. გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS