17 თებერვალი, 2020
რეჟისორი გიორგი შენგელაია გარდაიცვალა
ქართველი რეჟისორი გიორგი შენგელაია 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. შენგელაია ბოლო ერთი კვირის მანძილზე ავადმყოფობდა, დღეს დილით კი გარდაიცვალა.

გიორგი შენგელაია დაიბადა 1937 წლის 11 მაისს. დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი.

1955-1959 წწ. იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" მსახიობი; 1959 წლიდან რეჟისორი; იგი არის რეჟისორი ფილმებისა: "ალავერდობა"(1963), "მაცი ხვიტია"(1965), "ფიროსმანი"(1969), "ვერის უბნის მელოდიები"(1973), "სიყვარული ყველას უნდა"(1980), "ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა"(1984), "ხარება და გოგია"(1987), "სიყვარული ვენახში"(2000), "მიდიოდა მატარებელი"(2005) და სხვა; გადაღებულია ფილმებში: დათო ("ჩვენი ეზო", 1956), გიორგი ("ოთარაანთ
ქვრივი", 1957), ვაჟა ("ქვიშანი დარჩებიან", 1976), გელა ("ამბავი ერთი ქალიშვილისა", 1960), გოგია ("რაც გინახავს ვეღარ ნახავ", 1965).

შენგელაია არის რუსთაველის პრემიის ლაურეატი, საქართველოს სახალხო არტისტი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS