- დათო, ''ახალი ხმას'' როდის ვიხილავთ?
- საგაზაფხულო სეზონზე დაგეგმილი
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ''იმედთან'' შეგექმნათ პრობლემები.
- ''იმედმა'' აღარ გააგრძელა ''ახალი ხმის'' წარმოება. ადგნენ და დაიწყეს ''ორი ვარსკვლავის'' გაკეთება.
- მიზეზი არ გითხრეს?
- ეს მხოლოდ გემოვნების საკითხია. ურჩევიათ, ''ორი ვარსკვლავი'' აკეთონ.
- ''ახალი ხმის'' გაკეთების უფლება მხოლოდ თქვენ გაქვთ? ''იმედმა'' რომ მოინდომოს, შეუძლია თქვენგან დამოუკიდებლად გააკეთოს ეს პროექტი?
- ლიცენზიაში წერია, რომ ''იმედმა'' უნდა გააკეთოს ''ახალი ხმა'' და პროდიუსერი მე უნდა ვიყო.
- გამოდის თქვენ და ''იმედი'' ერთმანეთის გარეშე ამ პროექტს ვერ გააკეთებთ?
- შეუძლებელი არაფერია, უბრალოდ გართულდება პროექტის გაკეთება.
- იმასაც ამბობენ, რომ თქვენი პოლიტიკური შეხედულებების გამო თქვეს ''ახალი ხმის'' გაკეთებაზე უარი.
- ასეთ თემებზე არ გვისაუბრია. ვსაუბრობდით იმაზე, გაგვეკეთებინა თუ არა პროექტი.
- თუ მუსიკალურ პროექტს გააკეთებთ, ამ შემთხევაში მუსიკალური ხელმძღვანელი ვინ იქნება? როგორც ვიცი, თქვენსა და რუსა მორჩილაძეს შორის დაიძაბა ურთიერთობა.
- მე თუ გავაკეთე მუსიკალური პროექტი ჩემთან ერთად რუსა მორჩილაძე არ იმუშავებს. ურთიერთობის დაძაბვა არაფერ შუაშია. უბრალოდ ხანხადახან ხომ ხდება, რომ ადამიანისგან განსხვავებული შეხედულებები გაქვს და ვერ თანხმდები.
- მუსიკალური ხელმძღვანელი თქვენს პროექტში ვინ იქნება?
- ''ახალი ხმის'' სამი სეზონი გავაკეთეთ და პირველი სეზონის მერე რუსა ჩვენთან აღარ მუშაობდა. ასე გადავწყვიტე. მუსიკალურ მხარეს უზრუნველყოფდა კომპანია ''ტალპა'', რომელიც ''ვოისის'' ლიცენზიის მფლობელია. ქართული მხრიდან კი იყო დავით მაზანაშვილი. თუ კიდევ გავაკეთებ პროექტს უცილებლად დავით მაზანაშვილი იქნება, რომელიც ძალიან მაღალი დონის სპეციალისტია.
სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინის'' საიტისთვის




















