17 თებერვალი, 2020
"მე რა შუაში ვარ, თუ ვერ გათხოვდით?!" - რატომ შურთ გასათხოვარ გოგონებს სალომე გოგიაშვილის?
მიუხედავად იმისა, რომ სალომე გოგიაშვილი სატელევიზიო საქმიანობას წლების წინ ჩამოშორდა, აქტუალურობას დღემდე არ კარგავს. სულ მალე სალომე საკუთარი გადაცემით დაბრუნდება, მანამდე კი ჟურნალ "თბილისელებთან" იმის შესახებ ისაუბრა, რატომ არის მუდამ ჭორების სამიზნე.

- როგორ გგონია, რატომ ხარ სულ ჭორების სამიზნე?
- რატომ და, ძალიან ბევრი გაუთხოვარი, კარგი პოტენციალის მქონე გოგო დადის, ვერ ქმნიან პირადს და საკუთარ ბედნიერებას.
გაიხედ-გამოიხედეს, დაინახეს სამჯერ გათხოვილი სალომე და გადაირივნენ, რატომ უნდა ჰყავდეს ამას ქმარი, შვილები, უმართლებდეს და ჩვენ ვერცერთხელ ვერ
გავთხოვდითო. მე რა შუაში ვარ, თუ ვერ გათხოვდით?
ადრე რჩევებს ვაძლევდი და ახლა უბრალოდ ვუსმენ, სულ ფეხებზე მკიდია. არ მადარდებს ბოღმა ხალხის აზრი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS