- 25 წელი ემიგრაციაში ვიყავი. სამი წელია, რაც საქართველოში ჩამოვედი. აქ ყველა იმდენადაა პოლიტიკაში ჩართული, ვატყობ, გვერდის ავლა რთულია. ემიგრაციაში შვილის ჯანმრთელობის პრობლემის გამო წავედი. ბავშვს ჩუტყვავილა ჰქონდა და უბნის ექიმმა დიდი დოზით გენტამიცინი გაუკეთა.
ეს პრეპარატი ყურის ნერვს ვნებს. შემდეგ სხვა ექიმმა მითხრა, დაივიწყე, რომ ეს ბავშვი ოდესმე ილაპარაკებს და გაიგონებსო.
დიდი ტრავმა იყო, რომ ვფიქრობდი, ვერასდროს გაიგებდა ჩიტების ჭიკჭიკს, ვერ ილაპარაკებდა, ძალიან გავმწარდი. ყველაფერი გავაკეთე, რომ საზღვარგარეთ წამეყვანა და იქ მემკურნალა. ახლა მას პრობლემა აღარ აქვს, სამ უცხო ენას ფლობს და მუშაობს.
ვრცლად წაიკითხეთ ჟურნალ "გზაში"