13 თებერვალი, 2020
"მეუბნებოდნენ, დაივიწყე რომ შენი შვილი ოდესმე ილაპარაკებს ან გაიგონებსო" - ზაზა მაღალაშვილის ცხოვრების უცნობი დეტალი
მსახიობი ზაზა მაღალაშვილი სამშობლოში სამი წლის წინ დაბრუნდა, 25 წელი ემიგრაციაში ცხოვრობდა. ის არაერთ ფილმშია გადაღებული, მაგრამ „ჩემი ცოლის დაქალებმა“ განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა.

- 25 წელი ემიგრაციაში ვიყავი. სამი წელია, რაც საქართველოში ჩამოვედი. აქ ყველა იმდენადაა პოლიტიკაში ჩართული, ვატყობ, გვერდის ავლა რთულია. ემიგრაციაში შვილის ჯანმრთელობის პრობლემის გამო წავედი. ბავშვს ჩუტყვავილა ჰქონდა და უბნის ექიმმა დიდი დოზით გენტამიცინი გაუკეთა.

ეს პრეპარატი ყურის ნერვს ვნებს. შემდეგ სხვა ექიმმა მითხრა, დაივიწყე, რომ ეს ბავშვი ოდესმე ილაპარაკებს და გაიგონებსო.
2 წლის იყო, დედამისი დღეში 4-5 საათი ავარჯიშებდა, მეტყველების აპარატი რომ არ მოედუნებინა. ეს ჩემთვის იმდენად ძნელი ასატანი იყო, სახლიდან გავრბოდი.

დიდი ტრავმა იყო, რომ ვფიქრობდი, ვერასდროს გაიგებდა ჩიტების ჭიკჭიკს, ვერ ილაპარაკებდა, ძალიან გავმწარდი. ყველაფერი გავაკეთე, რომ საზღვარგარეთ წამეყვანა და იქ მემკურნალა. ახლა მას პრობლემა აღარ აქვს, სამ უცხო ენას ფლობს და მუშაობს.


ვრცლად წაიკითხეთ ჟურნალ "გზაში"

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS