13 თებერვალი, 2020
რატომ დასრულდა მარიტა ჯანაშიას და ჯეჯი გომელაურის 7-წლიანი რომანი?
მოდელი და ახლა უკვე ტელეწამყვანი მარიტა ჯანაშია რამდენიმე თვეა, მარტოა. ის წლების მანძილზე ნიკო გომელაურის ვაჟის, ჯეჯი გომელაურის შეყვარებული იყო, თუმცა, წყვილის რომანი დასრულდა.

რატომ დაშორდა საყვარელ მამაკაცს 7 წლის შემდეგ უმშვენიერესი მოდელი, ამის შესახებ ჟურნალ "გზას" უამბო.

- თითქმის 4 თვეა, რაც მე და ჯეჯი ერთად აღარ ვართ. ამჟამად, მარტო ვარ. პირადი ცხოვრება არ მაქვს - ჩემი პირადი ცხოვრება სამსახურია.

- რა გახდა ასეთი ხანგრძლივი ურთიერთობის დასრულების მიზეზი?
- სამწუხაროდ, 7 წლის განმავლობაში ისე
ვერ მოხდა, რომ ერთად გვეცხოვრა. ეს ყველაფერი ძალიან გაიწელა. შემდეგ დაიძაბა სიტუაცია...
თუმცა, ჯეჯი ძალიან კარგი ადამიანია და მის მიმართ ყოველთვის კარგად ვიქნები განწყობილი. მგონია, უმიზეზოდ არაფერი ხდება, ალბათ ასე იყო საჭირო, რომ ეს ყველაფერი ახლა დასრულებულიყო და არა ვთქვათ, კიდევ ცოტა ხანს "გვეწვალებინა" ურთიერთობა და მერე დამთავრებულიყო. ალბათ ასე ჯობია.

- თქვენი შერიგების შანსი არის?
- ჯეჯის ნაცვლად, ნამდვილად ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ ამ ეტაპზე, ამას არც განვიხილავ და ამაზე არ ვფიქრობ, რომ შევრიგდეთ. როცა რაღაც სრულდება, უკან აღარ უნდა მივბრუნდეთ. თავს ვერაფერზე დავდებ, მაგრამ ჩემი აზრი ასეთია - ყველამ წინ უნდა ვიაროთ. 

ვრცლად იხილეთ ჟურნალ "გზის" დღევანდელ ნომერში
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS