09 აპრილი, 2014
ჯეობარელი დეა ადამია ''იქს ფაქტორის'' სცენაზე - ''კმაყოფილი ვარ''
სამწუხაროდ, დეას სიმღერის დამთავრების შემდეგ, გიორგი გაბუნიამ ''ბარი 4''-ის პრინცესას უთხრა გუშინ ''იქს ფაქტორის'' შესარჩევ ტურზე ''ჯეობარის'' ერთ-ერთი სეზონის გარჯვებული დეა ადამიაც ვიხილეთ. დეა თავის კატასთან ერთად იყო მოსული. რომ კითხეს, ''იქს ფატორი'' გაქვსო, მე თვითონ ვარ იქს ფაქტორიო, ''ბარი 4'' მოვიგე ხალხის სიყვარულით და ასე ვაპირებ ამ პროექტის მოგებასაცო'' - გნაცხადა დეამ.

''რას გვიმღერებ?'' - იკითხა გიორგი გაბუნიამ. ''ა სტუდიოს'' ''ულეტაიუ'', იყო პასუხი. და ამით გინდა მოიგო ეს პროექტი, ვერ მოითმინა სტეფანემ, ჩემი მეგობარი, ქეთა
თოფურია კი მღერის ამ სიმღერას მაგრამ, არა მგონია მსგავსი სიმღერით პროექტის მოგება შეძლოო.

სამწუხაროდ, დეას სიმღერის დამთავრების შემდეგ, გიორგი გაბუნიამ ''ბარი 4''-ის პრინცესას უთხრა, რომ ერთი პროექტის მოგება ეკმარა და სიმღერას შეეშვებოდა. სცენიდან გამოსულ კონკურსანტს რამოდენიმე შეკითხვა დავუსვი.

- დეა, რატომ გადაწყვიტე ''იქს ფაქტორში'' მონაწილეობა?
- პროექტის პროდიუსერმა, ბატონმა, გიორგი ნიკოლაიშვილმა მირჩია. გახსოვთ ალბათ ''ჯეობარში'' სულ ვმღეროდი, ალბათ ამიტომ გაუჩნდა ეს იდეა. ეს ჩემი პირველი მცდელობა იყო და სამწუხაროდ უშედეგო. ეკრანთან, სცენაზე, პოდიუმზე არასდროს დავძაბულვარ. არ ვიცი, რა დამემართა.
- ეს სიმღერა რატომ შეარჩიე?
- ვიცოდი და იმიტომ. მაგრამ როგორც კი გავედი სცენაზე და მაყურებელი დავინახე, დავიბენი. პირდაპირი ადამიანი ვარ, ობიექტური და ამიტომ პირდაპირ ვიტყვი, ჩემი გამოსვლა არსტისტიზმის და ვოკალის მხრივ გამართული არ ყოფილა. მაინც კმაყოფილი ვარ. დარბაზისგან ვიგრძენი რომ მათ ვუყვარვარ. ოცნება ავიხდინე, დიდ სცენაზე ვიმღერე და აპლოდისმენტებიც დავიმსახურე.
- ვინმეს ხომ არ ეძღვნებოდა შენი სიმღერა, არის ადამიანი შენს ცხოვრებაში ვის გამოც არ შეგიძლია ცხოვრება?
- კი, არის.
- დღეს რას საქმიანობ?
- ვისვენებ. პაუზა მქონდა ამიტომაც მოვიცალე ექსპერიმენტებისთვის. ახლა ბარსელონაში ვიზიტისთვის ვემზადები, არც მაწყობდა ამ პროექტში სამი თვე ვყოფილიყავი. რაც მთავარია ხალხს თავი შევახსენე.
- ჟიურის შეფასებაზე ხომ არ გაბარაზდი?
- არა, ობიექტურები არიან ნამდვილად. ვერ გამოვიჩინე თავი.

ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
კატა
რა ეშველება ამ საცოდავს :)))))
22:39 / 19-05-2014
გამოხმაურება / 0 /
კატა
ესეც რა გზააბნეული დადის
14:23 / 12-04-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS