13 თებერვალი, 2020
"უნდა შეიცვალოს" - ნანი ბრეგვაძე დუმილს არღვევს და პოლიტიკაში შექმნილ ვითარებაზე კომენტარს აკეთებს
ქართული სცენის დედოფლად წოდებული ხელოვანისთვის სასაუბროდ ყველაზე არაკომფორტული თემა პოლიტიკაა, თუმცა, “ფორმულასთან” ამ საკითხზე თავისი მოსაზრება მაინც დააფიქსირა:

“ჩემი პატარა და არაპროფესიონალის თვალით, თუ ეს სისტემა დარჩა, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მოდის. სისტემა უნდა შეიცვალოს.

იმდენი პრობლემაა ჩემს ქვეყანაში დღევანდელ დღეს, რომელი უნდა ვთქვა, არც ვიცი. მაგრამ ჩემთვის ყველაზე მიუღებელი, ყველაზე ამაღელვებელი და სადარდებელია ის, რომ გაუფასურდა ყველაფერი.

ყველაფერი მიეწყო ისე, რომ ხალხმა აღარც იცის, რა გააკეთოს, რითი გამოხატონ თავიანთი უკმაყოფილება. ყოველ შემთხვევაში, კმაყოფილი ადამიანების
აზრიც აღარ არსებობს.”
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS