11 თებერვალი, 2020
18 ივლისს „ბლექ სი არენაზე“ Nile Rodgers & CHIC წარდგება
18 ივლისს შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზი „ბლექ სი არენა” ლეგენდარულ მუსიკალურ პროექტს Nile Rodgers & CHIC უმასპინძლებს.

ბილეთების გაყიდვა დაიწყება 12 თებერვალს, 20:00 საათზე საიტზე bsa.ge-ზე.

Nile Rodgers ამერიკელი მუსიკოსი, კომპოზიტორი, პროდიუსერი და ბენდ Chic-ის თანადამფუძნებელია, რომლის შემოქმედებითი საქმიანობაც 50 წელს ითვლის. მისი მუსიკალური კარიერის პირველი წარმატება 70-იან წლებს უკავშირდება, როდესაც ბენდთან ერთად ისეთი პოპულარული სიმღერები შექმნა, როგორებიცაა “I Want Your Love”, “Le Freak”, “Dance, Dance, Dance” და “Good Times”. მიუხედავად იმისა, რომ Nile Rodgers
ძირითადად დისკოსა და ფანკის სტილის მიმდევარი იყო, მის მიერ შექმნილმა კომპოზიციებმა პოპმუსიკის მომავლის განსაზღვრაში უდიდესი როლი ითამაშა.

David Bowie, Diana Ross, Madonna და გლობალური მუსიკალური სივრცის სხვა ლეგენდებთან თანამშრომლობის ფარგლებში Nile Rodgers & Chic-ის შექმნილი 500 მილიონამდე ალბომი და 75 მილიონზე მეტი სინგლია გაყიდული, რაც ძალიან კარგად აჩვენებს პოპმუსიკის სამყაროში ამერიკელი არტისტის მნიშვნელობას. დღეს Nile Rodgers & Chic-ის გავლენა თუ თანამონაწილეობა გვხვდება ყველგან, სადაც მუსიკაა – ბოლო წლებში ბენდმა Daft Punk, Sam Smith, Pharell, Disclosure და თანამედროვე მუსიკალური სცენის ბევრ საინტერესო ფიგურასთან თუ პროექტთან იმუშავა. ჯგუფის ბოლო ალბომი „It’s About Time“ 2018 წელს გამოვიდა და ის Lady Gaga, Elton John და Craig David-თან კოლაბორაციებს მოიცავს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS