11 თებერვალი, 2020
ნინი ნებიერიძე პოდიუმს შვილებთან ერთად დაუბრუნდა
ბიზნესმენ თემურ უგულავას მეუღლე, მოდელი ნინი ნებიერიძე პოდიუმზე იშვიათად გამოდის. პატარა თემუკას და ტოკიოს დაბადების შემდეგ, ის ძირითადად ბავშვების აღზრდითა და საკუთარი ბიზნესითაა დაკავებული, თუმცა, პოდიუმს საბოლოოდ არ ჩამოშორებია.

ნინიმ გუშინ collinastrada-ს ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა. მოდელი პოდიუმზე მცირეწლოვან შვილებთან ერთად გამოვიდა და "ვოგის" ობიექტივშიც მოხვდა.

ნინის პოდიუმზე გამოჩენას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თუ მისი პირადი გვერდით ვიმსჯელებთ, უგულავა-ნებიერიძის წყვილის შვილებმა პროფესიონალი ფოტოგრაფების ობიექტივის წინ იპოზიორეს. მათ ეს საქმე მოეწონათ.



შეგახსენებთ, პატარა თემო ჯერ კიდევ არ
იყო დაბადებული, როდესაც ნინი პოდიუმზე მოზრდილი მუცლით გამოვიდა და ჯაბა დიასამიძის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა.

Image result for ორსული ნინი ნებიერიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS