"ჩემი სიყვარული უკვე 2 წელია მიბედნიერებს ყოველ წამს" - როგორი დაბადების დღე გადაუხადა სოფიას თამო ვაშალომიძემ
თამო ვაშალომიძის ქალიშვილი, სოფია გუშინ ორი წლის გახდა. მოდელმა ქალიშვილის დაბადების დღე უჩვეულო გარემოში აღნიშნა და მას ულამაზესი ტორტი მიართვა.
"ჩემი სიყვარული უკვე 2 წელია მიბედნიერებს ყოველ წამს. გილოცავ დაბადების დღეს მინდა ბედნიერი მყავდე და შენთვის სამაგალითო დედა ვიყო მიყვარხარ", - დაწერა თამომ ინსტაგრამის პირად გვერდზე და ქალიშვილის დაბადების დღის ფოტოები გამოაქვეყნა.