ლელა კილაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
"ტასო,
ჩემო ტკბილო, ვერ შევძელი ვერც შენთან, და ვერც სანდროსთან საუბარი. მართლა არ ვიცი რა გითხრათ. უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში უკვე მესამედ გიწევთ აუტანელი სტრესის გადატანა, განსაკუთრებით იმ ასაკში, როდესაც ყველაზე მეტად გჭირდებათ რომ გიგი გყავდეთ გვერდით. თან არცერთი ხართ თბილისში, შენ ამასაც გაუძლებ, რადგან მჯერა რომ იმაზე ძლიერი ხარ ვიდრე ჩვენ გვგონია.
შეგახსენებთ, გიგი უგულავა გუშინ მესამედ დააპატიმრეს, შსს-მდე მამა უგულავას უმცროსმა ქალიშვილმა, თინა უგულავამ მიაცილა.