11 თებერვალი, 2020
"ამასაც გაუძლებ, რადგან მჯერა რომ იმაზე ძლიერი ხარ ვიდრე ჩვენ გვგონია" - ლელა კილაძის ემოციური პოსტი გიგი უგულავას დაკავების შემდეგ
გიგი უგულავას ყოფილი ცოლი, სოციალურ ქსელში უგულავას უფროსი ქალიშვილის, ტასო უგულავას ფოტოს აქვეყნებს და ემოციურ პოსტს წერს.

ლელა კილაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

"ტასო,
ჩემო ტკბილო, ვერ შევძელი ვერც შენთან, და ვერც სანდროსთან საუბარი. მართლა არ ვიცი რა გითხრათ. უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში უკვე მესამედ გიწევთ აუტანელი სტრესის გადატანა, განსაკუთრებით იმ ასაკში, როდესაც ყველაზე მეტად გჭირდებათ რომ გიგი გყავდეთ გვერდით. თან არცერთი ხართ თბილისში, შენ ამასაც გაუძლებ, რადგან მჯერა რომ იმაზე ძლიერი ხარ ვიდრე ჩვენ გვგონია.
მიყვარხარ". 

შეგახსენებთ, გიგი უგულავა გუშინ მესამედ დააპატიმრეს, შსს-მდე მამა უგულავას უმცროსმა ქალიშვილმა, თინა უგულავამ მიაცილა. 


Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS