11 თებერვალი, 2020
"ქვეყანა, სადაც ცხოვრება არ მინდა!" - როგორ ეხმაურება თათია შარანგია გიგი უგულავას დაკავებას
პიანისტი და ტელეწამყვანი თათია შარანგია გიგი უგულავას მესამედ დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"Gigi Ugulava, შენს გვერდით ვართ ყველგან და ყოველთვის!!! რითიც შემიძლია, როგორც შემიძლია!!!

ქვეყანა, სადაც ცხოვრება არ მინდა!!!" - დაწერა თათიამ როდესაც სასამართლომ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს პატიმრობა შეუფარდა.

მოგვიანებით, შარანგიამ უგულავასთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც მაშინ არის გადაღებული, როდესაც გიგი უგულავა გადაცემა "სთორის" სტუმარი იყო.

"ჩემი გიგი

სულ მალე ახალ ინტერვიუს ჩავწერთ, სა
დაც ჩვეული ღიმილით მოყვები რამდენი წიგნი წაიკითხე, როგორ კიდევ უფრო გაძლიერდი და როგორ ყველაფერს დაერქვა თავის სახელი!!!" - დაწერა თათია შარანგიამ.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS