04 თებერვალი, 2020
ლალი ბადურაშვილი გარდაიცვალა
მსახიობი ლალი ბადურაშვილი გარდაიცვალა, ინფორმაცია ამის თაობაზე „ამბები.გე“-ს იმედო კახიანმა დაუდასტურა.
- როგორც იცით, ლალის მძიმე დაავადება ჰქონდა - სიმსივნე. ბოლო პერიოდში საავადმყოფოში იწვა და ორი საათის წინ კლინიკაში გარდაიცვალა.
ლალი ბადურაშვილმა დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტი ფრანგული ენის სპეციალობით. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრაზე. 1970 წელს გადაიღეს ფილმში „დიდოსტატის მარჯვენა“, რომელშიც შეასრულა შორენას როლი. ასევე, მონაწილეობდა რამდენიმე ფილმში. იყო „ქართული ფილმის“ რედაქტორი. 2016 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.
ლალი ბადურაშვილს
სიმსივნის დიაგნოზი გასულ წელს დაუსვეს. როდესაც მისი ვაჟი, რეჟისორი ერეკლე ბადურაშვილი გარდაიცვალა, მსახიობი დაკრძალვის დღეს კლინიკაში მოხვდა, სადაც გარკვეული პერიოდის მანძილზე მკურნალობდა.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS