03 თებერვალი, 2020
რომელი ცნობილი ბიზნესმენია თამთა ხუხუნაიშვილის ფანი
რო­გორც უკვე იცით, სამ­თვი­ა­ნი რთუ­ლი მა­რა­თო­ნის შემ­დეგ, მე­გაპ­რო­ექ­ტი, „მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი“ და­სას­რუ­ლის­კენ მი­დის. 3 თე­ბერ­ვალს ფი­ნა­ლია და გა­ირ­კვე­ვა, ვინ გახ­დე­ბა კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი. მა­ნამ­დე ინ­ტენ­სი­უ­რი მზა­დე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს...

ფინალში გამარჯვებისთვის ანა ქურთუბაძე, გიორგი ძოწენიძე, თამთა ხუხუნაიშვილი და ნინი შონია იბრძოლებენ.

ოთხივე მათგანი გამორჩეულია, თუმცა, მაყურებელს განსაკუთრებულად დაამახსოვრდა ანა ქურთუბაძე და თამთა ხუხუნაიშვილი, რომლებსაც მაყურებელი სხვა მეგაპროექტებიდანაც იცნობს, თუმცა, "მხოლოდ ქართულში" ისინი სულ სხვა კუთხით წარმოჩინდნენ.

თამთა ხუხუნაიშვილი უამრავი ადამიანის ფავორიტია, მაგრამ გახდება თუ არა გამარჯვებული, ამას მაყურებელი გადაწყვეტს.

პროექტის განმავლობაში თამთას აქტიურად უჭერდა მხარს ცნობილი ბიზნესმენი, გენო მალაზონია, ის თავის გამომწერებს სოციალურ ქსელში მუდმივად მოუწოდებდა, მხარი თამთასთვის დაეჭირათ.

როგორც ერთ-ერთ კომენტარში მილიონერმა განმარტა, ის 21 წლის კონკურსანტის ნიჭით მოხიბლულია, მხოლოდ ამიტომ მოუწოდებს მეგობრებს თამთას მხარდაჭერისკენ.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS