ფინალში გამარჯვებისთვის ანა ქურთუბაძე, გიორგი ძოწენიძე, თამთა ხუხუნაიშვილი და ნინი შონია იბრძოლებენ.
ოთხივე მათგანი გამორჩეულია, თუმცა, მაყურებელს განსაკუთრებულად დაამახსოვრდა ანა ქურთუბაძე და თამთა ხუხუნაიშვილი, რომლებსაც მაყურებელი სხვა მეგაპროექტებიდანაც იცნობს, თუმცა, "მხოლოდ ქართულში" ისინი სულ სხვა კუთხით წარმოჩინდნენ.
თამთა ხუხუნაიშვილი უამრავი ადამიანის ფავორიტია, მაგრამ გახდება თუ არა გამარჯვებული, ამას მაყურებელი გადაწყვეტს.
როგორც ერთ-ერთ კომენტარში მილიონერმა განმარტა, ის 21 წლის კონკურსანტის ნიჭით მოხიბლულია, მხოლოდ ამიტომ მოუწოდებს მეგობრებს თამთას მხარდაჭერისკენ.