08 აპრილი, 2014
ინგა გრიგოლია "ორი ვარსკვლავის'' გამო აღშფოთებულია - "რელიგიურ ექსტაზში მყოფ ჟიურის ცოტას შევუტევდი''
იმედია, ტელევიზიას არ ვაწყენინებ ჩემი მოსაზრებით, უბრალოდ ჟიური ძალიან მომარხულე და რელიგიური ჩანს, როგორც ჩანს. დღეს მომინდა ვმჯდარიყავი ჟიურიში ''ორი ვარსკვლავის'' ქართული ტური მონაწილეებისთვის სიურპრიზით დამთავრდა. აუტსაიდერები გოგოლა კალანდაძე და მიშა ხუჯაძე შოუში დატოვეს. ჟიურის გადაწყვეტილება მოწვეულმა ჟიურის წევრმა დათო ოქიტაშვილმა აცნობა მაყურებელს ''დღეს ხარებაა და გადავწყვიტეთ, რომ ორივე მონაწილე დავტოვოთ შოუში''. ამ ამბავს ჟურნალისტი ინგა გრიგოლია გამოეხმაურა.

''ვთქვა ჩემი აზრი? სამივე ვინც აუტსაიდერი იყო, უმაგრესები იყვნენ, მაგრამ ეი, ეს ჟიურის გადაწყვეტილება იყო ომგ. ყბა ჩამომივარდა. ხარებასასთან
ეს ფინალი რა შუაში იყო''? დაწერა ინგა გრიგოლიამ საკუთარ ''ფეისბუქზე''.

''იმედია, ტელევიზიას არ ვაწყენინებ ჩემი მოსაზრებით, უბრალოდ ჟიური ძალიან მომარხულე და რელიგიური ჩანს, როგორც ჩანს. დღეს მომინდა ვმჯდარიყავი ჟიურიში. რელიგიურ ექსტაზში მყოფ ჟიურის ცოტას შევუტევდი. და თუ მართლმადიდებელი არაა შოუს მაყურებელი და ასეთი უამრავია საქართველოში, მათთვის როგორ უნდა აიხსნას რელიგიური ნიშნით მიღებული გადაწყვეტილება? მარტო მართლმადიდებლები გვიყურებენ?'' - წერს ინგა.

ინგა გრიგოლიას ჟურნალისტი ეკა მიშველაძე გამოეხმაურა, რომლის შვილმა მაკო კვიტაშვილმა შოუ გასულ კვირას დატოვა. ეკას კომენტარებიდან აშკარად ჩანს, რომ ჟიურის გადაწყვეტილებით გულდაწყვეტილია. თავად მაკოს შოუს ყურების შემდეგ უთქვამს, და რადგან ხარებაა, ჩვენც რომ დაგვაბრუნონ, არ შეიძლებაო?

აშკარაა ''ორი ვარსკვლავის'' კრიტიკოსთა რიცხვი მატულობს. კრიტიკის საფუძველი კი ყოველი ტურის მერე სხვადასხვა რამ ხდება ხოლმე.

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 13 /
იგ
რეიტინგები რატომ არ გვაჩვენეს? ვისაც მეტი ფული აქვს ის იგებს! ღორები ვართ!
18:15 / 08-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ლლლლ
ნეტა ერთი სერიოზულად არ მსჯელობდეთ ყველაფერზე.რატომაც არა.ქრისტიანული ქვეყანა ვარტ და ქრისტიანული დღესასწაულის აღსანისნავად-შეღავათი დაუშვეს.რომ ყოფილიყო მუსულმანური ან სხვა აღმსარებლობის ქვეყანა და რელიგიურ ზეიმთან დაკავშირებით შეღავატი დაეშვათ ყველა კმაყოფილი დარჩებოდა-ათეიზმის და აღმსარებლობის მიუხედავად.
16:59 / 08-04-2014
გამოხმაურება / 0 /
მაია
გოგოლა ვარდებოდა და იმიტომაც დატოვეს ყველა. რატომ არ გვაჩვენეს რეიტინგი, ვის რამდენი პროცენტი ჰქონდა?
16:33 / 08-04-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS