"რომელიღაცა შედგება და რომელიღაცა ვერ შედგება. მირჩევნია, მე შევდგე, ვიდრე ჩემი ცოლი მსახიობი. არა როგორც ცოლ-ქმარი, მაგრამ როგორც ორი მსახიობი, ერთმანეთს ბევრ რამეში დავეხმარეთ", - განაცხადა გიორგიმ ერთ-ერთ ინტერვიუში ცოლთან დაშორების შემდეგ.
ეკას და გიორგის პირველი ქორწინებიდან საერთო ვაჟი, თომა ჰყავთ. ეკა დემეტრაძესთან დაშორების შემდეგ, პრესაში მალე გაჩნდა ინფორმაცია ბოჭორიშვილის ახალი სიყვარულის, თაკო ვალიშვილის შესახებ, რომელმაც მალე
რაც შეეხება ეკა დემეტრაძის პირად ცხოვრებას, ეკას რჩეული მუსიკოსი დავით (ტორნადო) გაბუნია გახდა, წყვილი უკვე ერთ წელზე მეტია, ერთადაა. ისინი აქტიურად არიან ჩართული პოლიტიკურ პროტესტშიც და მთელი ზაფხული პარლამენტის წინ, მომიტინგეებთან ერთად გაატარეს.
ეკას და დავითს ერთმანეთის გარეშე ვერსად შეხვდებით. როგორც ჩანს, გრძნობებს არც ერთი მათგანი აღარ მალავს.
ისინი ზამთრის ცივ დღეებს ამჯერად ინდოეთში ატარებენ და სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებენ.