30 იანვარი, 2020
გიორგი ბოჭორიშვილთან ოჯახის დანგრევის შემდეგ, მსახიობი ეკა დემეტრაძე ტორნადო გაბუნიას ხვდება - სად ისვენებს წყვილი
მსახიობების ეკა დემეტრაძისა და გიორგი ბოჭორიშვილის წყვილი მუდმივად დიდ ინტერესს იწვევდა საზოგადოებაში, თუმცა, 2017 წელს ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.

"რომელიღაცა შედგება და რომელიღაცა ვერ შედგება. მირჩევნია, მე შევდგე, ვიდრე ჩემი ცოლი მსახიობი. არა როგორც ცოლ-ქმარი, მაგრამ როგორც ორი მსახიობი, ერთმანეთს ბევრ რამეში დავეხმარეთ", - განაცხადა გიორგიმ ერთ-ერთ ინტერვიუში ცოლთან დაშორების შემდეგ.

ეკა დემეტრაძე და გიორგი ბოჭორიშვილი ერთმანეთს დაშორდნენ - ''როგორც ორი მსახიობი, ერთმანეთს ბევრ რამეში დავეხმარეთ"

ეკას და გიორგის პირველი ქორწინებიდან საერთო ვაჟი, თომა ჰყავთ. ეკა დემეტრაძესთან დაშორების შემდეგ, პრესაში მალე გაჩნდა ინფორმაცია ბოჭორიშვილის ახალი სიყვარულის, თაკო ვალიშვილის შესახებ, რომელმაც მალე
მსახიობს შვილიც გაუჩინა და წყვილი დაქორწინდა.

Rating

რაც შეეხება ეკა დემეტრაძის პირად ცხოვრებას, ეკას რჩეული მუსიკოსი დავით (ტორნადო) გაბუნია გახდა, წყვილი უკვე ერთ წელზე მეტია, ერთადაა. ისინი აქტიურად არიან ჩართული პოლიტიკურ პროტესტშიც და მთელი ზაფხული პარლამენტის წინ, მომიტინგეებთან ერთად გაატარეს.



ეკას და დავითს ერთმანეთის გარეშე ვერსად შეხვდებით. როგორც ჩანს, გრძნობებს არც ერთი მათგანი აღარ მალავს.

ისინი ზამთრის ცივ დღეებს ამჯერად ინდოეთში ატარებენ და სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებენ.
Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS