29 იანვარი, 2020
გიორგი ყიფშიძე ანი ჩიქვილაძეს დაშორდა და 24 წლის გოგონაზე დაქორწინდა
მსახიობი გიორგი ყიფშიძე ყვითელი პრესის საყვარელი რესპონდენტია, რადგან ყოველთვის გამოირჩევა გულახდილობით, თუმცა, ბოლო დროს ჟურნალისტებთან ურთიერთობაზე, ფაქტობრივად, უარს ამბობს.

ის პოპულარული ოჯახის შვილია და შესაბამისად, ბავშვობიდან საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. გიორგის პირადი ცხოვრება მუდმივად აქტუალურია, ის ადრე კრისტი ყიფშიძეზე იყო დაქორწინებული. მასთან უმშვენიერესი ქალიშვილი, ნატალია ჰყავს. კრისტისთან დაშორების შემდეგ, მან ანი ჩიქვილაძეზე იქორწინა, ხმები მათი დაშორების შესახებ წლების მანძილზე ვრცელდებოდა, თუმცა, ისინი კვლავ ერთად ჩნდებოდნენ საზოგადოებაში.

ანის და გიორგის საერთო ვაჟი სანდრო ჰყავთ. რამდენიმე თვის წინ, ჩვენთვის ცნობილი
გახდა, რომ ყიფშიძე ანი ჩიქვილაძესაც დაშორდა.

გიორგი ყიფშიძე და ანი ჩიკვილაძე შერიგდნენ:''ყველაფერი წარსულს ჩაბარდა''...


"რეიტინგს" მისი ახალი რჩეულის ფოტოებიც გამოუგზავნეს, თუმცა, ინფორმაციის გადამოწმება ვერც ერთ მხარესთან შევძელით და ეს ამბავი დიდხანს რჩებოდა გაურკვეველი.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ყიფშიძემ 24 წლის მსახიობზე უკვე იქორწინა კიდეც, გოგონას ანი ჰქვია.

წყვილმა ქორწილი "ზაზანოვაში" გადაიხადა. ყიფშიძის უახლოესი გარემოცვის ცნობით, მსახიობი მესამე შვილს ელოდება.

გიორგი ყიფშიძის მესამე ცოლი უკვე ხუთი თვის ორსულია.

მსახიობის მეუღლემ ქორწინების დღეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ შედგა, სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, "ქორწილის დღე" - წერს ყიფშიძის ახალგაზრდა მეუღლე და ბეჭდებიან ფოტოს აქვეყნებს.

Rating

RatingRatingRatingRating


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS