28 იანვარი, 2020
ნატო გელაშვილის ვაჟმა "მხოლოდ ქართული" დატოვა - როგორ ეხმაურება კომპოზიტორი გუშინდელ გადაწყვეტილებას
გუშინ "მხოლოდ ქართულს" ლუკა ჭოხონელიძე გამოეთიშა. მან პროექტი მაყურებლის გადაწყვეტილებით დატოვა, რამაც უამრავ ადამიანს და მათ შორის ჟიურის წევრებს დასწყვიტა გული, თუმცა, ნიკა გვარამიას ვეტოს უფლება უკვე გამოყენებული ჰქონდა და ჭოხონელიძე ვეღარ გადაარჩინა.

მაყურებელმა კარგად იცის, რომ ლუკა ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, ნატო გელაშვილის ვაჟია.

კომპოზიტორი პროექტის გუშინდელ შედეგებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა შვილმა ღირსეულად წარმოაჩინა ის, რაც პირადად ჩემთვის და ჩვენი მთელი ოჯახისთვის არის პრიორიტეტული და ეს არის ნაღდი ქართული სულით
გაჟღენთილი სიმღერა. მივესალმები ლუკას სახლში ღირსეულ დაბრუნებას…

მის ღირსეულად ნამღერ ქართულ ტრადიციულ სიმღერებს❤ მადლობა ყველას, ვინც მთელი გულით გულშემატკივრობდით ლუკასა და ქართულ სიმღერას. ვფიქრობ, სანერვიულო არაფერია… ლუკა გააგრძელებს ქართული სიმღერას და მისი შემფასებელი ქართველი ხალხი იქნება“.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS