შუბლაძე, რომელიც დღეს იუბილარია, მოულოდნელად გახდა ცუდად და საავადმყოფოში გადაიყვანეს. დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად, ჟურნალისტის მდგომარეობა სტაბილურია. არსებული ინფორმაციით, მას სტენტი ჩაუდგეს.
შუბლაძის მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში მისი და და მეგობრები წერენ:
"ყველაფერი გაივლის, ესეც ჩაივლის-მეთქი, მაგრამ არ გადის უკვალოდ არც ერთი სტრესი… ჰოდა, დღეს ხელმეორედ დაბადებას გილოცავ. მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი დროულად მოვასწარით“, - წერს ჟურნალისტის და, სოფო შუბლაძე.