"მის საქართველომ" ჩაჩავას კლინიკაში იმშობიარა. პატარა, რომლის სახელიც ჯერჯერობით უცნობია, 3400 გრამი და 51 სმ დაიბადა.
ჯანეტმა პირველი შვილის კადრი ინსტაგრამის გვერდზე უკვე გამოაქვეყნა.
ჯანეტ ქერდიყოშვილი ორსულობის დროს აქტიურად იყო დაკავებული საკუთარი საქმით, მან მისი ბრენდის მაღაზიაც კი გახსნა და მეუღლეს, ნოე სულაბერიძეს თითქმის ყველგან დაყვებოდა.
"რეიტინგი" წყვილს პატარა გოგონას დაბადებას ულოცავს.