"იყო სიყვარული, ძალიან კარგი ურთიერთობა. ბევრი რამე გააკეთა ჩემთვის ამ ადამიანმა, მაგრამ ამოვწურეთ ერთმანეთი და დავიშალეთ. კრიზისი წლებთან ერთად ყალიბდება, ვფიქრობ ნამდვილი სიყვარული სამი წელი ცოცხლობს და ჩვენს შემთხვევაში ასე მოხდა.
იყო სიყვარული, სილამაზე, ეს ყველაფერი დასრულდა და მე ბედნიერი ვარ. ვტკბები თავისუფლებით. შეზღუდული მქონდა ყველაფერი, მასზე მქონდა გათვლილი ყველა ქმედება, რადგან ეჭვიანი ადამიანი იყო.
ამ ურთიერთობას უამრავი პლიუსი ჰქონდა, ეს
მოდელმა გადაცემაში ყოფილი ქმრის ოჯახის წევრებთან ურთიერთობაზე საუბრისგან თავი შეიკავა.
სამაგიეროდ განაცხადა, რომ ყოფილი ქმარი დიდ ფუფუნებაში აცხოვრებდა და ყველაფერი მას დარჩა.
"მე არ ვარ მატერიალისტი, თუმცა უსაქმურ კაცს ვერ ავიტან. მე ვარ შემდგარი ქალი და უსაქმური კაცი აუტანელია, ფუფუნების მოყვარული ვარ და მეტსაც ვიმსახურებ ცხოვრებისგან. როცა აფასებ საკუთარ თავს, ისე დაგაფასებენ. ჩვენს ურთიერთობაში ფულზე საუბარი არ იყო. ერთად ვიყავით სიყვარულის და არა მატერიალური მდგომარეობის გამო" - აღნიშნა მოდელმა.