“ჩემთვის დედაშვილობაზე ბრუნავს “ღერძი სამყაროსი”. და ვფიქრობ, რომ აუცილებელია ყველა შვილისათვის “ბილეთი” დედაშვილობის ერთიანობამდე.
დღეს ჩახუტების დღეა. მე არ ვიცი რა პროცედურებია და არ მესმის დაჯილდოვების. მთელი გულით და დღევანდელ ჩახუტების დღეს მინდა მოვეფერო ლაშას ნანობაშვილს და მის დედიკოს, რომლებსაც მეც თქვენსავით ვიცნობ ეკრანიდან. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ნატო გელაშვილის საქველმოქმედო ფონდიდან გადავცე ლაშას 2000 (ორიათას) ლარიანი ვაუჩერი. ვინც მიცნობს ჩემს გულწრფელ გადაწყვეტილებაში ეჭვს ვერავინ შეიტანს.
მხოლოდ ერთმანეთის გვერდში დგომით გავძლიერდებით. გეგულებოდე ლაშა. შენც და ასევე ყველა იმ შვილს, ვინც დედის გულის გახარებას ცდილობს და ყველაფერს აკეთებს დედის ღიმილისათვის.”