თბილღვინოს აღნიშნული კამპანია შექმნა სააგენტო ვინდფორსმა, რომელიც მიზნად ისახავდა - თბილღვინოს, როგორც “ქალაქის მასპინძელი ღვინის” პოზიციონირებას.
ღვინის კუთხე
საქართველო ღვინის და შესაბამისად, მასპინძლობის სამშობლოა. სწორედ ამიტომ, თბილღვინომ საუკეთესო მასპინძლებისთვის განსაკუთრებული პროდუქტი შექმნა. სხვადასხვა ბინის ინტერიერზე მორგებული - ღვინის კუთხე - რომელიც, მასპინძლობისთვის აუცილებელი ყველა აქსესუარითა და ატრიბუტითაა აღჭურვილი დღეიდან თბილისის მასშტაბით ქალაქის სხვადასხვა უბანში დაიდებს
კამპანიის ფარგლებში პარალელურად შეიქმნა ვებ პლატფორმა Tbilvinohost.ge, სადაც მსურველებს დარეგისტრირების შემდეგ საკუთარი ბინის სურათები ან airbnb.com, booking.com ბმულის გაზიარება და ატვირთვა შეეძლოთ, ასევე მოკლე წერილის სახით, აუცილებლად უნდა დაესაბუთებინათ, თუ რატომ იმსახურებდნენ თბილღვინოს რჩეული მასპინძლების რიცხვში ყოფნას.
კომპანია ვინდფორსისა და თბილღვინოს ერთობლივი თანამშრომლობის საფუძველზე შეიქმნა თბილღვინოს ალტერნატიული ქალაქის გზამკველევი, რომელზეც თბილისის ღირსშესანიშნაობები და თბილღვინოს რეალიზაციის პუქნტებია დატანილი.
გაყიდვის წერტილებისთვის დამზადდა სპეციალური მინი ღვინის კუთხეები, რომლის გადაკეთება საჭირო აქსესუარადაც შესაძლებელია.
კომპანია თბილღვინო მსგავსი ტიპის აქტივობებს სამომავლოდაც გეგმავს.
აირჩიე თბილღვინო მასპინძლობისთვის.
(R)