15 იანვარი, 2020
სად გადაიხადა უმშვენიერესმა ნინო ცქიტიშვილმა დაბადების დღე და როგორ მიულოცა მეუღლემ
ვეტერანი ქართველი მოდელი ნინო ცქიტიშვილი გუშინ 41 წლის გახდა. სამოდელო სააგენტო "ლუქ მოდელსის" დამფუძნებელმა დაბადების დღე საკუთარ აგარაკზე აღნიშნა, სადაც მხოლოდ ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები ჰყავდა მიწვეული.

Rating

ნინოს დაბადების დღეზე ბრჭყვიალა ტრენდული კაბა ეცვა, რაც მის მომხიბვლელობას კიდევ უფრო უსვამდა ხაზს და შესამჩნევს ხდიდა.

Rating

ცქიტიშვილს დაბადების დღე მეუღლემ, ვეტერანმა კალათბურთელმა ვატო ნაცვლიშვილმა, სოციალურ ქსელში, საჯაროდაც მიულოცა.

"გილოცავ და უზომოდ მიყვარხარ", - დაწერა ვატომ და უმშვენიერესი მეუღლის ფოტო გამოაქვეყნა. 

Rating

ნინო ცქიტიშვილი და ვატო ნაცვლიშვილი პატარა
ასაკში დაოჯახდნენ, მათ ოთხი შვილი ჰყავთ. წყვილის უფროსი ქალიშვილი, თაკო ნაცვლიშვილი მსოფლიოში ცნობილი მოდელია. 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS