მაკა კოტე გოგელიაზე დაქორწინების შემდეგ, საცხოვრებლად შვეიცარიაში გადავიდა, თუმცა, ხშირად მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში და საკუთარი ბიზნესიც აქვს.
უმშვენიერესმა ასათიანმა ბარსელონაში შექმნა კონცეპტუალური სივრცე "დარიალი", რომლის პოპულარიზაციას საქართველოშიც ეწევა.
„დარიალის ეფექტი“ – ასე ჰქვია მასალას, რომელსაც „ამარტა“ ახალ ნომერში აქვეყნებს.
ფოტოსესია Manuel Outumuro-მ გადაიღო, მაკა ასათიანის ყველა ლუქი ფოტოებზე ჯაბა დიასამიძეს ეკუთვნის.