ღონისძიება მოიცავს 13-14-15 იანვარს, აქედან 2 დღე იქნება საბავშვო ბრენდების ჩვენება სავაჭრო ცენტრებში: Sity mall-სა და Tbilisi mall-ში, ხოლო დამაგვირგვინებელი დიზაინერების დღე ჩატარდება 2019 წლის 15 იანვარს სასტუმრო „Wyndhem Grand Tbilisi“-ში.
მოწვეული იქნებიან ცნობილი დიზაინერები, როგორც სხვადასხვა ქვეყნიდან, ასევე ჩვენი დედაქალაქიდან, (როგორც ტანსაცმლის ასევე აქსესუარების). ჩვენს დღეს მხიარული ჰანგებით გაალამაზებს ანსამბლი "გვირილა", ცნობილი სილამაზის სალონი ” j bar“-ი,
ასევე პროექტში აქტიურად ჩაერთვება მოდის სახლი "ანინა" და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მზის შვილები“, რომელიც 2011 წლის მაისში დაფუძნდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლების მიერ. დღიდან დაარსებისა ისინი ცდილობენ სხვადასხვა ღონისძიებისა და აქტივობის საშუალებით, ხელი შეუწყონ საზოგადოებაში შშმ პირების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. გვინდა ვაჩვენთ ყველას, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებსა და მოზარდებს გააჩნიათ სწავლისა და წარმატების მიღწევის დიდი პოტენციალი. ეს არის მოდის სახლი, რომელიც საზოგადოებას შესთავაზებს საბავშვო ტანსაცმელის ხაზს. პირველი და ერთადერთი ბრენდი მსოფლიოში, რომელიც მთლიანად ემსახურება შშმ პირების შესახებ
საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. ტანსაცმელი და აქსესუარები, რომლის დიზანიც გამორჩეულია ერთი ძირითადი ნიშნით – მათზე სხვადასხვა ფორმითა და მეთოდით დატანილია შშმ პირების სიმბოლიკა, სოლიდარობის, თანადგომის, მშვიდობის, კაცთმოყვარეობის მესიჯები სხვადასხვა გამოსახულების, ჰოლოგრამისა თუ ნაქარგის სახით. სოციალურ საწარმოში ორგანიზაციის ბენეფიციარი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლები არიან. ისინი რუდუნებით შექნმნილი ტანსაცმელისა თუ აქსესუარების საშუალებით ყვებიან ამბავს თავიანთ შვილებზე. 15 იანვარს ყველა ერთად მივიღებთ მონაწილეობას დიდ დღესასწაულში და ერთად შევუწყობთ ხელს საბავშვო მოდის განვითარებას. დაგვჭირდება მედია მხარდაჭერა და დიდი იმედი მაქვს ეს მშვენიერი დღეები გაშუქდება ქართული მაუწყებლობის დიდ სივრცეში.