თაკოს მუცელი ფოტოებზე შესამჩნევად ეტყობა. როგორც ჩანს, ეს ფაქტი სასიამოვნო აღმოჩნდა მისი მეგობრებისთვისაც, თაკომ კომენტარში დაწერა, რომ მეორე შვილს ელოდება.
გაჩეჩილაძესა და ბულგარელ პროდუსერს, ბორისლავ მილანოვს პირველი შვილი შარშან გაუჩნდათ. მას პატრიარქის რჩევით გაბრიელა დაარქვეს.
მომღერალი ქმართან და ქალიშვილთან ერთად ხშირად სტუმრობს საქართველოს. წყვილი ორი წლის წინ დაქორწინდა. ახლა ისინი ვენაში ცხოვრობენ.