07 იანვარი, 2020
ილო ბეროშვილი და ანი ბებია პირველ შვილს ელოდებიან - რა რეაქცია ჰქონდა მსახიობს პირდაპირ ეთერში
ილო ბეროშვილის და ანი ბებიას სიყვარულის ისტორია საზოგადოებისთვის ცნობილი პირველად "რეიტინგიდან" გახდა.

წყვილი თავდაპირველად გრძნობებს უფრთხილდებოდა და საჯაროდ ამის აფიშირებას არ ახდენდა, თუმცა უკვე ერთი წელია სიყვარულს აღარ მალავენ.

"არ დავქორწინებულვართ, მაგრამ სრულფასოვანი ოჯახი ვართ" - ანი ბებიას და ილო ბეროშვილის სიყვარულის ისტორია

ანი
და ილო ჯერჯერობით ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებიან, თუმცა უკვე ცხოვრებაში მთავარ სიახლეს ელოდებიან, ისინი პირველი შვილის მშობლები გახდებიან.


ამის შესახებ ანი ბებიამ გუშინ "მხოლოდ ქართულში" განაცხადა პირველად, თუმცა პატარას სქესი ჯერჯერობით არ უთქვამს.

რაც შეეხება თავად ილო ბეროშვილს, მან ორსულ მეუღლეს პირდაპირ ეთერში მუცელზე აკოცა და მაყურებელთან პირობა დადო, რომ "მხოლოდ ქართულის" ოცდამესამე სეზონზე მისი შვილი პროექტში მიიღებს მონაწილეობას.

Rating

ანიმ და ილომ ერთმანეთი რამდენიმე წლის წინ გაიცნო, ანი ერთ-ერთ რადიოში გადაცემის სტუმარი იყო, რომლის თანაწამყვანიც ილო ბეროშვილი გახლდათ. 


"ერთმანეთი რადიოში გავიცანით გავიცანით, სადაც ილო თანაწამყვანი იყო. მაშინ მე დაოჯახებული ვიყავი, ამიტომ ეს იყო ერთი ჩვეულებრივი გაცნობა ჩემთვის. ჩვენი ურთიერთობა რამდენიმე თვის შემდეგ დაიწყო, პირველ რიგში ის მომეწონა როგორც ადამიანი. ის უზომოდ შრომისმოყვარე და კეთილია" - ამბობს ანი "ჰელოუსთვის" მიცემულ ინტერვიუში. 

მსახიობი იმასაც ამბობს, რომ ოჯახი ილო ბეროშვილთან ურთიერთობის გამო არ დანგრეულა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS