06 იანვარი, 2020
"ქართველები ფულის გამო ყველაფერზე წავლენ" - რობიკო სტურუა მიხეილ სააკაშვილზე და გიორგი გაბუნიაზე რუსულ შოუში ალაპარაკდა
რა აფერხებს ყოფილი სსრკ-ს ქვეყნების განვითარებას და არის თუ არა შესაძლებელი (ან საჭირო) რუსეთისა და საქართველოს შერიგება – ამ თემების განსახილველად ტელეკომპანია RTVI-ის გადაცემას "На троих" რეჟისორმა რობერტ სტურუამ ისაუბრა.

რუსთაველის თეატრში მყოფ რობერტ სტურუას პირველი შეკითხვა ბოლო პერიოდში პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით დაუსვეს.

"ჩვენ ამას შევეჩვიეთ, ძალიან ნაცნობი ამბავია, რადგან აქ 30 წლის განმავლობაში იმართება მიტინგები. თეატრი არ უნდა იყოს სახელმწიფო შენობებთან ახლოს. უკვე გ
ამაღიზიანებელია… ვერ ვიტან ქუჩურ დემოკრატიას… მინდა, ხალხი დაწყნარდეს. ამ ყველაფერს საერთო არაფერი აქვს დემოკრატიასთან და პოლიტიკასთან. არის რამდენიმე ჯგუფი, რომლებიც იბრძვის ძალაუფლებისთვის. ეს ჩემი აზრია, რა თქმა უნდა", – ამბობს სტურუა.

გადაცემის წამყვანმა საქართველოს ექსპრეზიდენტთან დაკავშირებითაც ჰკითხა. კერძოდ, რატომ არ კარგავს აქტუალობას დღემდე მიხეილ სააკაშვილი.

სტურუა ამბობს, რომ მისი მოსაზრება ობიექტურ ჭეშმარიტებად არ უნდა აღიქვან, თუმცა, აღნიშნავს, რომ ხელისუფლების ყოფილი ლიდერები აქციაზე მისვლისთვის მოქალაქეებს ფულს ურიგებენ და ეს ყველაფერი ერთგვარი სპექტაკლია.

"სააკაშვილმა საქართველოდან ბევრი ფული წაიღო. ვფიქრობ, ის უფრო მდიდარია, ვიდრე ივანიშვილი. ის იქიდან უბრალოდ კი არ გვიყურებს, არამედ გვმართავს. ეს ყველაფერი ფულის ხარჯზე ხდება. ქართველები ბოლო დროს ისე გაირყვნენ, რომ ფულის გამო ყველაფერზე წავლენ. ნათელია, რომ მათ 20 ლარს, შემდეგ 50-ს უხდიან და ჩამოყავთ პროვინციიდან. ეს ყველაფერი სპექტაკლია", – აცხადებს სტურუა.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS