"რეიტინგი" ინფორმაციის გადასამოწმებლად თავად დავით გომართელს დაუკავშირდა.
- ბატონო დავით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიის ელჩის მრჩეველი გახდით, მართალია?
- ნამდვილად ასეა. შემოდგომაზე მივიღე ეს შემოთავაზება და უკვე 20 დეკემბრიდან გავედი სამსახურში. მე მაქვს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის გამოცდილება, 2005 წელს, სალომე ზურაბიშვილის მინისტრობის დროს ვმუშაობდი ამ უწყებაში, სადაც მულტიმედია დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა მეკავა.