მომღერალმა ნინო ჩხეიძემ ახალი წელი მონაკოში გაატარა, მასთან ერთად იქ იმყოფება მისი მეუღლე, ბიზნესმენი გიორგი კორახაშვილი და ქალიშვილი მარიკო.
ნინო ჩხეიძე ქმართან ერთად დღეს მონაკოს ჟურნალის ობიექტივში მოხვდა, რაც მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. "monaco today"-მ ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე best monaco 2020 look-ის კატეგორიაში სწორედ ქართველი წყვილის ფოტო გამოაქვეყნა.