როგორც გაირკვა, შესანიშნავი მზარეულია პოლიტიკოსი გივი თარგამაძე, სოციალურ ქსელში მან მის მიერ მომზადებული გოზინაყის ფოტო და რეცეპტი გამოაქვეყნა.
"ნიგოზს ჯერ ცოტათი ხალავ, ძაან არა. მერე ჭრი. თაფლი მაწვნის ქილა 2/3, ცოტა მეტი - 1 კილო ნიგოზი. თაფლს ქვაბში ასხამ, ნელ ცეცხლზე სულ ურევ. წამოდუღებას რომ დაიწყებს, აწვეთებ ცივ წყლიან ჭიქაში. როცა წვეთი ეგრევე იკვრება, დროა და აყრი ნიგოზს.
მასა რომ წამოყვება, მზადაა. დასველებულ დაფაზე ამოიღებ და ჯერ დასველებული ხის კოვზით გაშლი, მერე დასველებული გასაბრტყელებლიდ დაიყვან საჭირო სისქემდე, დაჭრი რომბებად და დააწყობ თეფშებზე. სულ ესაა", - წერს თარგამაძე.