26 დეკემბერი, 2019
ნაძვის ხის სკანდალი გრძელდება: ია ფარულავას პასუხი სააკაშვილს კალაძის გაკრიტიკების გამო
ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღე დარჩა, თბილისში ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე გუშინ საზეიმოდ აანთო ქალაქის მერმა, კახა კალაძემ.

ნაძვის ხე წელს იტალიიდან ჩამოიტანეს და მისი ღირებულებაა 1 მილიონი. ნაძვის ხე მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დაიწუნა, რის საპასუხოდ კალაძემ განაცხადა, რომ ეს ტრენდული ნაძვის ხეა.

თბილისში დადგმულ ნაძვის ხეს სოც. ქსელში გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

"არ გინდოდათ რძე და ყველი?" - ირონიულად დაწერა მან სოციალურ ქსელში და ნაძვის ხის ფოტო გამოაქვეყნა. თუმცა, მოგვიანებით, პოსტი წაშალა.

ნაძვის
ხის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავაც.


"ვნახე ნაძვის ხე ...ზუსტადაც რომ დაჯდებოდა 1 მლ ლარი ჩამოტანით ..ლამაზია, მაგრამ მასშტაბში ვერ ჩაჯდა კარგად, სივრცეში დაიკარგა ...ძველ უბანში უფრო ეფექტური იქნებოდა....რძე და ყველი კი მაგრად ასუქებს", - წერს ია ფარულავა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS