ნაძვის ხე წელს იტალიიდან ჩამოიტანეს და მისი ღირებულებაა 1 მილიონი. ნაძვის ხე მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დაიწუნა, რის საპასუხოდ კალაძემ განაცხადა, რომ ეს ტრენდული ნაძვის ხეა.
თბილისში დადგმულ ნაძვის ხეს სოც. ქსელში გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.
"არ გინდოდათ რძე და ყველი?" - ირონიულად დაწერა მან სოციალურ ქსელში და ნაძვის ხის ფოტო გამოაქვეყნა. თუმცა, მოგვიანებით, პოსტი წაშალა.
ნაძვის
"ვნახე ნაძვის ხე ...ზუსტადაც რომ დაჯდებოდა 1 მლ ლარი ჩამოტანით ..ლამაზია, მაგრამ მასშტაბში ვერ ჩაჯდა კარგად, სივრცეში დაიკარგა ...ძველ უბანში უფრო ეფექტური იქნებოდა....რძე და ყველი კი მაგრად ასუქებს", - წერს ია ფარულავა.