26 დეკემბერი, 2019
ნინო სურგულაძე ტყუპის დედა გახდება - "ჩემთვისაც შოკისმომგვრელი იყო..."
მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი მეცო-სოპ­რა­ნოს, ნინო სურ­გუ­ლა­ძის ცხოვ­რე­ბა­ში არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სი­ახ­ლეა - ოპე­რის მომ­ღე­რა­ლი მალე დედა გახ­დე­ბა.

რო­გორც სურ­გუ­ლა­ძემ "მთა­ვა­რის" დი­ლის გა­და­ცე­მა­ში სტუმ­რო­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, ეს მის ცხოვ­რე­ბა­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლი სი­ხა­რუ­ლია:

"ჩემ­თვი­საც შო­კის­მომ­გვრე­ლი იყო, ახლა უკვე ვე­ღარც ვმა­ლავ... რა­ღაც პე­რი­ო­დი ამა­ზე არ ვსა­უბ­რობ­დი, მაგ­რამ ეს იმ­დე­ნად სა­სი­ხა­რუ­ლოა...



მე პი­რა­დად ყო­ველ­თვის ამა­ზე ვოც­ნე­ბობ­დი, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბა­ში რა­ღა­ცე­ე­ბი ხდე­ბა მა­შინ, როცა ამას არ ელო­დე­ბი. ვარ ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი, ეს უფრო დიდ ენერ­გი­ას მომ­ცემს, სტი­მულს, თა­ნაც ორს ვე­ლო­დე­ბი, ასე რომ...

მე თვი­თონ ვარ ძა­ლი­ან შო­კი­რე­ბუ­ლი
და ყვე­ლა ჩე­მი­ა­ნი... სულ მე­კი­თხე­ბოდ­ნენ ამა­ზე, რო­დის აპი­რებ და არ მქონ­და პა­სუ­ხი, ჩემი გრა­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გან­სა­კუთ­რე­ბით, მაგ­რამ ახლა ასე მოხ­და...", - აღ­ნიშ­ნა მომ­ღე­რალ­მა "შენი დი­ლის" ეთერ­ში სტუმ­რო­ბი­სას.



ნინო სურ­გუ­ლა­ძე წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რის გარ­და, ქველ­მოქ­მე­დე­ბითაა და­კა­ვე­ბუ­ლი. 42 წლის მეცო-სოპ­რა­ნოს სა­ერ­თა­შო­რი­სო საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი "ნატ­ვრის ხე" ეხ­მა­რე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ბავ­შვებს, რომ­ლებ­საც სა­ზღვარ­გა­რეთ მკურ­ნა­ლო­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბათ.

ნინო სურ­გუ­ლა­ძემ გა­სუ­ლი რვა საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტით, სა­ზო­გა­დო­ე­ბისა და მსოფ­ლიო ვარ­სკვლა­ვე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით, ოთხმო­ცამ­დე ბავ­შვს აჩუ­ქა სი­ცო­ცხლე, ბავ­შვე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას სა­ზღვარ­გა­რეთ მკურ­ნა­ლო­ბა და­უ­ფი­ნანსდა და ჩა­უ­ტარ­დათ ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცი­ე­ბი. ასე­ვე "ნატ­ვრის ხის" ფონდმა დახ­მა­რე­ბა გა­უ­წია სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ ათა­სამ­დე ოჯახს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS