ვის არ ნახავთ სცენაზე, მათ შორის რამოდენიმე შავკანიანი კონკურსანტიც არის. „ჯიმი, ჯიმი“ გვიმღერა გოგონამ რომელიც სცენაზე არც განძრეულა. არადა მაყურებელი ისე აიყოლია ამ სიმღერამ, თავი ბოლივუდში გეგონებოდა, განსაკუთრებით ერთი შარფიანი, ხანშიშესული კაცი ცმუკავდა.
ხელის უცნაური მოძრაობით კამერების ყურადღებაც კი
განსაკუთრებული ყურადღება ბრენდონმა მიიქცია, რომელმაც ეიკონის სიმღერა შეასრულა. მაყურებელი კმაყოფილი ჩანდა. ჟიური მეტს ითხოვდა მისგან, რადგან შავკანიანებს მუსიკალურობა და ძლიერი ხმა ზოგადად სისხლში დიდი დოზით აქვთ.
მაყურებელი ჟიურის კომენტარებზე, კრიტიკაზე გაცხარდა. სტვენა და რეპლიკები ისმოდა დარბაზიდან. ბრენდონის გულშემატკივრებმა სულ რასისტები ეძახეს ჟიურის წევრებს.
შესვენებაზე დრო ვიხელთე და ჟიურის მოსასვენებელ ოთახში ვესტუმრე.
- ბრენდონზე მინდა გკითხოთ, მაყურებელს მოეწონა მისი შერულება. თქვენი სიმპატია ვერ დაიმსახურა, რატომ?
სტეფანე:
- როგორ ფიქრობთ, კანის ფერის გამო არ დავიწუნეთ?
- მე ნამდვილად არ ვფიქრობ ასე, სკანდალი მოჰყვა თქვენს კომენტარებს.
- სკადალები ბევრი იქნება ამ პროექტში.
- რასისტიც კი გიწოდეს.
- რასისტები გვიწოდეს?! აღარ ყოფილა მორალი საქართველოში.
სოფო ტოროშელიძე:
- არც გამიგია, თქვენგან მესმის პირველად. ვერ იმღერა ადამიანმა, კანის ფერი რა შუაშია?
გიორგი გაბუნია:
- ჩვენ არც მიგვიქცევია მისი კანის ფერისთვის ყურადღება, მივიღეთ როგორც რიგითი კონკურსანტი.
თამთა გოდუაძე:
- ვერაფრით ვერ მივიღებ ამ შეფასებას. ემიგრანტი ვარ, სხვა ქვეყანაში მივაღწიე წარმატებას და არც ერთ შემთხვევაში არც ერთ კონკურსანტს კანის ფერიას თუ წარმომავლობის გამო არ დავიწუნებ. ეთიკა არ მომცემს ამის საშუალებას.
ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის




















