06 აპრილი, 2014
სკანდალი „იქს ფაქტორის“ სცენაზე - რატომ ეძახეს რასისტები ჟიურის წევრებს
არადა მაყურებელი ისე აიყოლია ამ სიმღერამ, თავი ბოლივუდში გეგონებოდა, განსაკუთრებით ერთი შარფიანი, ხანშიშესული კაცი ცმუკავდა „იქს ფაქტორის“ შესარჩევი ტურები მართლაც საინტერესოდ მიმდინარეობს. კონკურსანტები მართლაც რომ ორიგინალურობით გამოირჩევიან. ეფექტური, ეროტიკული, უცნაური, სასაცილო ნომრები ელის წინ „რუსთავი 2“-ის მაყურებელს.

ვის არ ნახავთ სცენაზე, მათ შორის რამოდენიმე შავკანიანი კონკურსანტიც არის. „ჯიმი, ჯიმი“ გვიმღერა გოგონამ რომელიც სცენაზე არც განძრეულა. არადა მაყურებელი ისე აიყოლია ამ სიმღერამ, თავი ბოლივუდში გეგონებოდა, განსაკუთრებით ერთი შარფიანი, ხანშიშესული კაცი ცმუკავდა.

ხელის უცნაური მოძრაობით კამერების ყურადღებაც კი
მიიპყრო. თუმცა ჟიურის მოწონება ნომერმა ვერ დაიმსახურა, კრიტიკის დიდი ნაწილი მონაწილის პლასტიკაზე თუ არაპლასტიკურობაზე მოდიოდა.

განსაკუთრებული ყურადღება ბრენდონმა მიიქცია, რომელმაც ეიკონის სიმღერა შეასრულა. მაყურებელი კმაყოფილი ჩანდა. ჟიური მეტს ითხოვდა მისგან, რადგან შავკანიანებს მუსიკალურობა და ძლიერი ხმა ზოგადად სისხლში დიდი დოზით აქვთ.

მაყურებელი ჟიურის კომენტარებზე, კრიტიკაზე გაცხარდა. სტვენა და რეპლიკები ისმოდა დარბაზიდან. ბრენდონის გულშემატკივრებმა სულ რასისტები ეძახეს ჟიურის წევრებს.

შესვენებაზე დრო ვიხელთე და ჟიურის მოსასვენებელ ოთახში ვესტუმრე.

- ბრენდონზე მინდა გკითხოთ, მაყურებელს მოეწონა მისი შერულება. თქვენი სიმპატია ვერ დაიმსახურა, რატომ?
სტეფანე:

- როგორ ფიქრობთ, კანის ფერის გამო არ დავიწუნეთ?
- მე ნამდვილად არ ვფიქრობ ასე, სკანდალი მოჰყვა თქვენს კომენტარებს.
- სკადალები ბევრი იქნება ამ პროექტში.
- რასისტიც კი გიწოდეს.
- რასისტები გვიწოდეს?! აღარ ყოფილა მორალი საქართველოში.

სოფო ტოროშელიძე:
- არც გამიგია, თქვენგან მესმის პირველად. ვერ იმღერა ადამიანმა, კანის ფერი რა შუაშია?

გიორგი გაბუნია:

- ჩვენ არც მიგვიქცევია მისი კანის ფერისთვის ყურადღება, მივიღეთ როგორც რიგითი კონკურსანტი.

თამთა გოდუაძე:
- ვერაფრით ვერ მივიღებ ამ შეფასებას. ემიგრანტი ვარ, სხვა ქვეყანაში მივაღწიე წარმატებას და არც ერთ შემთხვევაში არც ერთ კონკურსანტს კანის ფერიას თუ წარმომავლობის გამო არ დავიწუნებ. ეთიკა არ მომცემს ამის საშუალებას.

ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
კუკურა
დაახვიონ, ამ უაზზრო შავტუხებმა აქედან, რა უბედურებაა ხალხო, ზოგი ვითომდა ფეხბურთელად ასაღებს თავის უტვინო თავს, ზოგიც კიდევ მომღერლად. არადა არცერთს ერთი წიგნიც კი არ ექნებათ წაკითხული.დაახვიონ ამ შავტუხებმა აქიდან. ან საერთოდ არ უნდა აუშვათ ეს დებილები სცენამდე.
07:11 / 12-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
შავკანიანებს მუსიკალურობა და ძლიერი ხმა ზოგადად სისხლში დიდი დოზით აქვთ. აზრზეა ჟურნალისტი რა რასისტული და სტერეოტიპული რამე დაწერა?
17:13 / 06-04-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS