უკვე რამდენიმე წელია, სოფოს საკუთარი საბავშვო სტუდია აქვს, სადაც სხვა პედაგოგებთან ერთად, პატარებს თავის მუსიკალურ გამოცდილებას და ცოდნას უზიარებს.
საახალწლოდ სოფო ბედიამ საკუთარი სტუდიის ბავშვებთან ერთად სიმღერა ჩაწერა და კლიპიც გადაიღო.
"სიმღერა Z - სტუდიოში ჩაიწერა, სიმღერის ტექსტი და მუსიკა, უნიჭიერეს კაკი ბოლქვაძეს ეკუთვნის, ხოლო არანჟირება ზაზა გოჩიტაშვილს. ვიდეორგოლის გადაღება ერთ-ერთ რესტორანში და კოჯრის ტყეში მიმდინარეობდა. ორი წელია, რაც საკუთარი საბავშვო სტუდია მაქვს, სადაც ჩემთან
მინდა, საქართველოს ნიჭიერი და საამაყო თაობა გავუზარდო, ამის თქმის საშუალებას კი ნამდვილად მაძლევს ჩემი სტუდიის უნიჭიერესი ბავშვები, რომლებიც ძალიან მიყვარს", - განაცხადა სოფო ბედიამ.